ზელენსკი კონტრშეტევაზე: პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინის კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები "მალე" გადაიდგმება. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვემზადებით ძალიან სერიოზულად. და ძალიან სერიოზული ნაბიჯები იქნება საჭირო. ვიცი, რომ ყველანი მოტივირებულები ვართ. და არა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც იცის ეს გეგმა, არამედ ჩვენი ხალხი... ვერ გიპასუხებთ (სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა - რედ.), მაგრამ თქვენ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს.
ჩვენ გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი გულწრფელობა კონტრშეტევის დაწყების კონკრეტული ადგილისა და დროის საკითხთან დაკავშირებით "უკრაინას არ დაეხმარება, არამედ ხელს შეუშლის."