ზელენსკი: მაკრონი და შოლცი მინსკის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა კიევში ვიზიტისას, მისგან, მინსკის შეთანხმებების შესრულება მოითხოვეს. 

"დიახ, მათ ეს სურთ",- განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე მოითხოვდნენ თუ არა მისგან ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი მისგან მინსკის შეთანხმებების შესრულებას. 

ამავდროულად, ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ ხედავენ ევროპელი ლიდერები მინსკის შეთანხმების შესრულების გზას. 

"სიმართლე, რომ ვთქვათ, ამ მინსკის შეთანხმებების ბოლომდე გაგება ძალიან რთულია. ისინი ჭვკიანი ლიდერები არიან, მაგრამ ისინი ასე ღრმად მაინც არ არიან ჩართულები პროცესში. ამისთვის საჭიროა იჯდე იმ მაგიდასთან, ხედავდე ამ სახეებს, როგორ ხდება ეს ყველაფერი და მხოლოდ მაშინ ხვდები ვის სურს მინსკის შეთანხმების შესრულება",- თქვა ზელენსკიმ. 

ბოლო დღეების განმავლობაში მინსკის შეთახნმებებზე საუბარი რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. ამ შეთანხმებების არსებული ფორმით შესრულება უკრაინის ფაქტობრივ ფედერალიზაციას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები