ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის მიმართლებით 2600-მდე რაკეტა გაისროლა

24 თებერვლიდან, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2600-მდე რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ TIME100 გალა საღამოზე გამოსვლისას განაცხადა.

"უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის 105 დღის განმავლობაში რუსეთმა უკვე 2600-მდე სხვადასხვა რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. მათი უმეტესობა სამოქალაქო სამიზნეებს ესროლეს: საწარმოები, რკინიგზა, ხიდები, უნივერსიტეტები, თუნდაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები