ზელენსკი: პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აპრილს კიევში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინისთვის არანაირი დოკუმენტი არ გადაუცია. 

ზელენსკის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთმა, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა და პასუხს ელის.  

"პესკოვთან დაკავშირებით... მე არაფერი მსმენია ამის შესახებ, ვერაფერი ვნახე, დარწმუნებული ვარ, რომ მათ არაფერი მოუციათ. ბურთი ჩვენს მხარესაა? პრინციპში, ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი, მშვიდობის დროს. არსებობს გარკვეული წესები: აუცილებელია, რომ იყოს ორი გუნდი და ბურთი. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი საკუთარ თავთან თამაშობს ფეხბურთს. მაგრამ ასეთ სერიოზულ საკითხებზე არ თამაშობენ. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ, როგორ ვურტყამთ კარში, როგორც კი ბურთს მოგვცემენ", - უპასუხა ზელენსკიმ.

პესკოვმა 20 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინას დოკუმენტის პროექტი გადასცა მკაფიო ფორმულირებებით და პასუხს ელოდება. მისი თქმით, უკრაინა "მუდმივად შორდება ადრე მიცემულ შეთანხმებებს, შორდება თავის სიტყვებს. ამას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს მოლაპარაკებების ეფექტურობის თვალსაზრისით".

 

მსგავსი სიახლეები