ზელენსკი: პუტინი არაადეკვატური ადამიანია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიზნად ისახავს ყველა უკრაინელის ფიზიკურ განადგურებას.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მაუწყებელ Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ის [პუტინი] დღეს ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია. თავისი გარემოცვით, რომელშიც ადამიანები დიდ ფულს შოულობენ ამგვარ ბლოკირებზე ["მარცვლეულის დერეფნის"]. ძალიან პრაგმატულ ადამიანთა გარემოცვა, რომელიც ასე ცხოვრობს და სანამ ომი მიმდინარეობს, ისინი დიდ ფულს შოულობენ," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გარემოცვისგან განსხვავებით, პუტინი რადიკალურად არის განწყობილი, გაანადგუროს ხალხი უკრაინაში და ეს მისი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ის უკრაინაზე არ გაჩერდება.