ზელენსკი: რუსეთს ბოლო 30 წელში არ დაუკარგავს იმდენი ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღეში
რუსეთმა უკვე ძალიან ბევრი თვითმფრინავი დაკარგა, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება უკრაინაზე თავდასხმისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ მიმართვაში დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინას, გადასცენ საბრძოლო ავიაცია და ანტი-სარაკეტო თავდაცვა.
"მეცამეტე დღეა ვიბრძვით. სადაც შეგვიძლია ოკუპანტებს ყველგან ვანადგურებთ. მაგრამ არსებობს ცა. ასობით რუსული ფრთოსანი რაკეტა, ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ მათ. რუსეთმა ბოლო 30 წელიწადში იმდენივე ავიატექნიკა დაკარგა, რამდენიც ბოლო 13 დღეში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი "მკვლელი მანქანები" და "რაკეტები ტერორისთვის".
"ჯერ კიდევ არის საკმარისი 500 კილოგრამიანი ბომბები ჩერნიგოვისა და კიევის დასაბომბად. ოდესისა და ხარკოვის, პოლტავისა და ჟიტომირის, ათობით უკრაინული ქალაქის, მილიონობით და მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის დასაბომბად", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა 13 დღეა მხოლოდ დაპირებებს ისმენს, რომ თვითმფრინავები გადაეცემა.