ზელენსკი: რუსეთმა უკრაინას 2811 რაკეტა ესროლა

28 ივნისის საღამოს მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის მასშტაბით 2811 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"ჩვენ გამოვიყენეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა პასუხი აგოს რუსეთმა სახელმწიფო ტერორიზმზე, ყველაფერზე, რაც რუსეთის არმიამ ჩაიდინა უკრაინელების წინააღმდეგ კრემენჩუგში, ოჩაკოვში, ლისიჩანსკში, ხარკოვში, დნიპროში და ჩვენი ქვეყნის ბევრ სხვა ქალაქში. ამ საღამოს მდგომარეობით, რუსული რაკეტების საერთო რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქალაქებს მოხვდა უკვე 2811-ია. კიდევ რამდენი საჰაერო ბომბი, კიდევ რამდენი საარტილერიო ჭურვი?" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსული ჯარები სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან ისვრიან უკრაინაში რაკეტებს.

მსგავსი სიახლეები