ზელენსკი: რუსული ჯარები ოდესის დაბომბვისთვის ემზადებიან
რუსი ოკუპანტები ოდესის დასაბომბად ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც 6 მარტს გამოქვეყნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაკითხვის დროს ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები საუბრობდნენ ოკუპანტების გეგმებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საომარი მოქმედებები ბევრად ადრე იყო დაგეგმილი.
"ისინი ოდესის დასაბომბად ემზადებიან. ოდესა! რუსები ყოველთვის მოდიოდნენ ოდესაში, ისინი ყოველთვის გრძნობდნენ სითბოს ოდესაში, მხოლოდ გულწრფელობას. და ახლა რა? ბომბები ოდესის წინააღმდეგ. არტილერია ოდესის წინააღმდეგ. რაკეტები ოდესის წინააღმდეგ. ეს იქნება ომის დანაშაული. ეს იქნება ისტორიული დანაშაული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.