ზელენსკი: რუსული სახელმწიფოს მთელი იდეოლოგია სიცრუეა
უკრაინაში ინტერვენციისას რუსი ოკუპანტები ბომბავენ ობიექტებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამხედრო ინფრასტრუქტურასთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 14 მარტს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვში განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ოკუპანტებმა გადაწყვიტეს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სვიატოგორსკის ლავრის "დემილიტარიზაცია" და "დენაციფიცირება". თავდასხმის დროს იმ ტერიტორიაზე მხოლოდ ბერები და ასობით ლტოლვილი იმყოფებოდნენ. მონასტრის ლავრაში ან მის მახლობლად სამხედრო ობიექტები არ ყოფილა", - თქვა მან.
"მხოლოდ ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ რუსული სახელმწიფოს მთელი იდეოლოგია სიცრუეა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა განზრახ მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო.
"დღევანდელი დღის დასაწყისი შავი იყო. რუსული რაკეტები და ბომბები კვლავ ბომბავენ ჩვენს სახელმწიფოს. 30 რაკეტა მხოლოდ ლვოვის რეგიონში. სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. იქ ისეთი არაფერი ხდებოდა, რაც შეიძლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დამუქრებოდა. და იქედან მხოლოდ 20 კილომეტრში ნატოს საზღვარია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს დახუროს უკრაინის ცა.