ზელენსკი: სამხრეთ უკრაინაში ოკუპანტები წამების ოთახებს აშენებენ
დემოკრატიულმა სამყარომ უნდა უპასუხოს რუსი დამპყრობლების ქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აპრილის განაცხადა.
"დემოკრატიულმა სამყარომ ასევე უნდა უპასუხოს იმას, რასაც ოკუპანტები აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში - ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებში. აშენებენ წამების ოთახებს, იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ნებისმიერს, ვისაც ადგილობრივი მოსახლეობისთივს თვალსაჩინოდ თვლიან, აშანტაჟებენ მასწავლებლებს, იპარავენ პენსიების ფულს, ბლოკავენ და იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას, მიჰყავთ ხალხი შიმშილამდე", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტები დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების მაგალითზე "ცდილობენ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების უკრაინისგან მოწყვეტას - ისინი ამ ტერიტორიას რუბლის ზონაში გადაიყვანენ და რუსეთის ადმინისტრაციულ მანქანას დაუქვემდებარებენ".
"ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუბლით ოკუპაციის მცდელობაზე პასუხი უნდა იყოს რუსული საბანკო და ფინანსური სისტემების სრული სანქციებით განადგურება, რადგან ის საოკუპაციო მანქანის ნაწილია," - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მხარი დაუჭირა ყველას, ვინც ქვეყნის სამხრეთში უკრაინისთვის ბრძოლას აგრძელებს და მოუწოდა არ დაემორჩილონ ოკუპანტების ბრძანებებს, არ ითანამშრომლონ მათთან და გაარგრძელონ პროტესტი.
"ჩვენ უნდა გავძლოთ, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქებში ცხოვრების ისე დამახინჯება, როგორც დონეცკსა და ლუჰანსკში", - განაცხადა ზელენსკიმ.