ზელენსკი: სექტემბრიდან 2 ათასი კმ² ტერიტორია გავათავისუფლეთ

სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 2000 კმ² ტერიტორია გაათავისუფლეს, რომელიც რუსეთის მიერ დროებით იყო ოკუპაცირებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 სექტემბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ჩვენი ჯარისკაცების წინსვლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. დღემდე, სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური ოპერაციების ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კმ² უკვე გათავისუფლებულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამისთვის მან უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

"დღეს მადლობას ვუხდი უკრაინის ეროვნული გვარდიის სლავიანსკის მე-15პოლკის მებრძოლებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხარკოვის მიმართულებით. მადლობას ვუხდი 214-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებს ბალაკლიაში [ხარკოვის ოლქი] ვითარების უზრუნველყოფისთვის, რომლებმაც დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან, ეროვნული გვარდიის სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად სრული კონტროლი დაიბრუნეს ქალაქზე. მადლობა ყველა ჩვენს დამცველს, რომლებმაც ამ კვირაში კიდევ უფრო დაგავაახლოვეს მთავართან, რაც გვჭირდება, ჩვენი გამარჯვებასთან!" - განაცხადა ზელენსკიმ.

გარად ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა რუს სამხედროებზეც ისაუბრა.

"რუსეთის არმია ამ დღეებში მაქსიმალურად ავლენს რა შეუძლია: ზურგს აჩენს. და ეს მათთვის კარგი არჩევანია. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები