ზელენსკი: სიტუაცია ძალიან მძიმეა, მტერი ხალხს არ ითვლის
უკრაინის დამცველები უდიდეს გამძლეობას ავლენენ დონბასში რუსული ჯარების თავდასხმის პირობებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 იანვარს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დღეს მე გავმართე შტაბის მორიგი სხდომა. მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, არის ფრონტზე არსებული ვითარებაზეა. უპირველეს ყოვლისა, დონბასში და სამხრეთის მიმართულებით. სიტუაცია ძალიან მძიმეა. ბახმუტი, უგლდარი და დონეცკის რეგიონში სხვა მიმართულებები არის მუდმივი რუსული თავდასხმების ქვეშ. ჩვენი თავდაცვითი ძალების გარღვევის მუდმივი მცდელობები", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "მტერი ხალხს არ ითვლის" და, მიუხედავად მისი დიდი დანაკარგისა, ინარჩუნებს თავდასხმების მაღალ ინტენსივობას.
"უკრაინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ზეწოლა კვლავ აღემატებოდეს ოკუპანტების შეტევით შესაძლებლობებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის პარტნიორების მხრიდან თავდაცვითი მხარდაჭერის შენარჩუნება, რადგან იარაღის მიწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
"რუსეთი ომის გახანგრძლივების იმედი აქვს, ჩვენი ძალების ამოწურვის. ასე რომ, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დაჩქარდეს დასავლეთიდან იარიღს მიწოდება და გაიხსნას იარაღის მიღების ახალი ვარიანტები უკრაინისთვის." - შეაჯამა ზელენსკიმ.