ზელენსკი: თუ რუსეთი აღიარებს "რეფერენდუმის" შედეგებს, მაშინ პუტინთან სალაპარაკო აღარაფერია

24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებზე "ყირიმის სცენარის" განხორციელება ნიშნავს, რომ უკრაინას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სალაპარაკო არაფერი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"რუსეთი უკვე არღვევს გაეროს წესდებას, უკვე არღვევს წესებს. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ისინი გაანადგურებენ მყარ საერთაშორისო ინსტიტუტს, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ფუნქციონირება", - თქვა მან.

ზელენსკის თქმით, რუსეთი რეგულარულად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს და ესკალაციის პროვოცირებას ახდენს.

"რუსეთმა უგულებელყო IAEA-ს მოწოდება ზაპორიჟჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაუყოვნებლივ დეოკუპაციისა და უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ატომური ობიექტების წინააღმდეგ მტრული ქმედებების შეწყვეტის შესახებ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს მსოფლიო ბირთვული კატასტროფისკენ მიჰყავს. ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რუსული პროპაგანდის მუდმივ ნარატივად იქცა. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან მას არ ძალუძს მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტირება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას მან წარმოადგინა უკრაინის მშვიდობის ფორმულა. მაგრამ ამაზე რუსეთის პასუხი იყო მობილიზაციის გამოცხადება.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე "რეფერენდუმის" გამართვაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელებს იარაღით აიძულებენ ხმა მისცენ.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ფსევდორეფერენდუმების შედეგები წინასწარ იყო მომზადებული. ყალბი პასპორტები ეძლევათ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ. ტერიტორიის ანექსია არის გაეროს წესდების ყველაზე სასტიკი დარღვევა, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ქურდობის მცდელობა, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრულად წაშლის მცდელობა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაზე "მიერთებით" რუსეთის ხელისუფლებას სურს აიძულოს უკრაინელები გაიწვიოს რუსეთის ჯარში.

"ამის შეჩერების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. პირველი, რუსეთის სრული იზოლაცია ყველაფრის საპასუხოდ, რასაც ის აკეთებს. ეს სახელმწიფო ვერ დარჩება უშიშროების საბჭოს წევრად ვეტოს უფლებით. თუ ასეთი სახელმწიფო ახლა ატარებს გენოციდურ პოლიტიკას და ერთი ნაბიჯია რადიოაქტიური კატასტროფისგან და ემუქრება ბირთვული დარტყმებით. რუსეთი უნდა გაირიხცოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან", - მიიჩნევს პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ და უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"უკრაინამ უნდა მიიღოს კოლექტიური უსაფრთხოების მკაფიო და იურიდიულად სავალდებულო გარანტიები. ეს ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტური ნაწილია. მსოფლიოს ასევე სჭირდება უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც გარანტირებული იქნება. რუსეთის მიერ ამ ფსევდორეფერენდუმების ნორმალურად აღიარება, ეგრეთ წოდებული "ყირიმის სცენარის" განხორციელება და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობა ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ანექსია არის ნაბიჯი, რომელიც მას პირისპირ აყენებს მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ", - დაასკვნა მან.

მსგავსი სიახლეები