ზელენსკი: უკრაინა 2000-კილომეტრიან მონაკვეთზე თავდაცვით ზღუდეს აშენებს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვითი ზღუდეებისა და საფორტიფიკაციო ხაზების მშენებლობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საომარი კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მნიშვნელოვანი თემაა ფორტიფიკაციები. მოვისმინე პრემიერ შმიჰალის ანგარიში ახალი თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის შესახებ. საუბარია 200-კილომეტრის სიგრძის 3-ზოლიან ხაზზე, ამოცანა მასშტაბურია, მაგრამ  მშენებლობის ტემპია კარგია, იმედი გვაქვს სამუშაოები დროულად დასრულდება",- განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მოისმინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების ანგარიში სამხედრო მეთაურებისგან, მათ შორის ალექსანდრ სირსკისა და გენშტაბის უფროს, ანატოლი ბარგილევიჩისგან. 

კონტექსტი 

მასშტაბური თავდაცვითი ხაზების მშენებლობის დაჩქარების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გასულ წლის დეკემბერში გამოსცა. 

თავდაცვითი ზღუდეების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო კვირებში. 17 თებერვალს ЗСУ-ს დანაყოფები ქალაქ ავდიივკიდან გავიდნენ, რომელიც მთელ ფრონტზე უკრაინელების ყველაზე კარგად გამაგრებულ რაიონად მიიჩნეოდა. 

ქალაქიდან გასვლის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მიმდებარე სოფლებში უკრაინელ მებრძოლებს სახელდახელოდ უწევდათ სანგრების თხრა, ვინაიდან მომზადებული პოზიციები არ არსებობდა. 

ბოლო კვირებში ფრონტის მთელ მონაკვეთზე უკრაინამ თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის ტემპი შესამჩნევად გაზარდა. 

მსგავსი სიახლეები