ზელენსკი: უკრაინა არასოდეს წავა ისეთ კომპრომისზე რუსეთთან, რაც ქვეყანას დაშლის
უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ წავა რუსეთის ფედერაციასთან ისეთ კომპრომისზე, რამაც შეიძლება ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა.
მან თქვა, რომ "შესაძლოა გარკვეული კომპრომისები, რომლებიც ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იქნება მიღებული".
ამავდროულად, "რაც შეეხება კომპრომისებს, რომლებმაც შეიძლება ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს და რომლებსაც პუტინი გვთავაზობს, უფრო სწორად, მოითხოვს ულტიმატუმის სახით, ჩვენ მათ არასოდეს დავთანხმდებით." - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მძიმე სამხედრო სიტუაციის მიუხედავად, უკრაინა უკვე იმარჯვებს, ამიტომ "ჯერჯერობით მტკიცედ არის გადაწყვეტილი, არ ვიღებთ ამ მოთხოვნებს“.