ზელენსკი: უკრაინა რუსეთის შემოჭრის ექვსი სცენარისთვის იყო მზად
უკრაინა ემზადებოდა რუსეთის შემოჭრისთვის, მაგრამ ხელისუფლებამ ამის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტს Reuters-თან და CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის არმიის ტაქტიკის მიხედვით შემუშავდა ექვსი განსხვავებული თავდაცვის გეგმა.
"პასუხი [რუსეთის შემოჭრაზე] რასაც დღეს ხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენი ჯარი, როგორ იცავს ქვეყანას... ვფიქრობ, კარგად გესმით, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მოვემზადეთ, მაგრამ როცა წინასწარ ემზადები, არ არის საჭირო შენი რეაქციის საპასუხოდ მტერს მომზადების საშუალება მისცე." - თქვა ზელენსკიმ.
დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის ხელისუფლება რუსეთის შემოჭრის საფრთხეზე ინტერვენციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გააფრთხილეს. თუმცა, ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ვერ ხედავდა რუსეთის ფედერაციის შემოჭრის გარდაუვალ საფრთხეს.