ზელენსკი: უკრაინას თვითმფრინავები სჭირდება

უკრაინას თვითმფრინავების მიწოდება სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც 6 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

"თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, მინდა ვუთხრა, რომ უკრაინას თვითმფრინავები სჭირდება. მსოფლიოს აქვს ძალა დახუროს ჩვენი ცა რუსული რაკეტებისგან, რუსული საბრძოლო თვითმფრინავებისგან და ვერტმფრენებისგან. რეალურად მარტივია, როცა არის ნება, რომ ცა უფრო უსაფრთხო გახდეს - უკრაინის ცა, ევროპის ცა“, - თქვა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო რამდენიმე დღეა დასავლეთს უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სთხოვს. ამერიკის ხელისუფლებამ ამაზე უარი უკვე განაცხადა.

 

ვრცლად არასაფრენი ზონის შესახებ:

უკრაინა ნატოს ცის ‘დაკეტვას’ სთხოვს - რა უნდა ვიცოდეთ არასაფრენი ზონის შესახებ?

მსგავსი სიახლეები