ზელენსკი: უკრაინელები დიდი ხანია თავად ახდენენ სასწაულებს
31 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე უკრაინელებისთვის საახალწლო მილოცვა გამოაქვეყნა, სადაც 2023 წელს გამარჯვების წელი უწოდა.
"სასწაულები ვისურვოთ დღეს? უკრაინელები დიდი ხანია თავად ქმნიან მათ. ვისურვოთ ნამდვილი მეგობრები? ჩვენ უკვე ზუსტად გავარკვიეთ ვინ არიან ისინი. ვისურვოთ გულწრფელი სიყვარული? წელს ისე ვიგრძენით, როგორც არასდროს. ვისურვოთ რწმენა და იმედი? ორივე დიდი ხანია აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ვისურვოთ სახლში კომფორტი? ის იქ არის, სადაც ჩვენ და ჩვენი ახლობლები ვართ. ვისურვოთ სინათლე? ის თითოეულ ჩვენგანშია, მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია არ არის. ვისურვოთ თავგადასავალი და მოგზაურობა? ახლა უკრაინელებმა ეს ძალიან დიდი დოზით მიიღეს", - წერს პრეზიდენტი.
მან აღნიშნა, რომ ამ დღეს ყველა უკრაინელს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს.
"და ეს ახდება არა სასწაულით, არამედ ჩვენი შრომით. ბრძოლა. ურთიერთდახმარება. ადამიანობა. გილოცავთ ახალ წელს! ჩვენი გამარჯვების წელს", - წერს ზელენსკი.