ზელენსკი: უკრაინელი პილოტები უკვე სწავლობენ შვედურ Gripen-ებზე ფრენას
უკრაინელმა პილოტებმა უკვე დაიწყეს მონაწილეობა შვედური გამანადგურებლის, JAS 39 Gripen-ის გაცნობის ტრენინგებში.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"Gripen-ის თვითმფრინავები შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen-ს შეუძლია ჩვენი თავისუფლება ბევრად უფრო უსაფრთხო გახადოს. Gripen-ის ტესტირება უკრაინელების, ჩვენი მფრინავების მონაწილეობით უკვე დაწყებულია." - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა Gripen-ის მიღების საკითხის გახსნის შესაძლებლობა.
"მე შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და დავაყენებ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საკითხს ჩვენი ცის დასაცავად," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის მთავრობამ არაერთხელ სთხოვა დახმარება დასავლურ სახელმწიფოებს საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. 2023 წლის თებერვალში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა JAS 39 Gripen-ის გამანადგურებლის მიღების სურვილი გამოთქვა.
ივნისში რამშტაინის შეხვედრაზე რეზნიკოვმა თქვა, რომ კიევი ძირითადად F-16-ის გამანადგურებლების მოპოვებაზეა ორიენტირებული.
ჯერ კიდევ მაისში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ იონსონმა უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ გამოაცხადა, რომ JAS 39 Gripen-ზე რამდენიმე უკრაინელი მფრინავის მომზადება დაიწყება. ეს შეთანხმება შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში დაადასტურა.