ზელენსკი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 დეკემბერის გამოსვლაში განაცხადა, რომ 2022 წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან გამართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის 45-ე სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება განიხილეს.
"წელს ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა ისე გავაძლიერეთ, როგორც არასდროს. მაგრამ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო ეფექტური გახდება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი ევროპაში. და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.