ზელენსკი: უკრაინის სამხრეთს არავის მივცემთ, ყველაფერს დავაბრუნებთ, რაც ჩვენია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ივნისს ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებში სამუშაო ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაირუნებს. მან მატარებელში ტრადიციული მიმართვა ჩაწერა, რომელიც 19 ივნისს დილით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
"ღამის, თითქმის დილის რეპორტაჟი. სამხრეთიდან ვბრუნდები - დღეს მოვინახულე ჩვენი მოწინავე პოზიციები მიკოლაივის რაიონში, მოვინახულე თავად მიკოლაივი, ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს - სამხედროებს, პოლიციას, ეროვნული გვარდიელებს, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები და პოლიციელები "თავდაჯერებული არიან" და უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ.
"მადლობა გადავუხადე მათ სამსახურისთვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. მადლობა გადავუხადე მშობლებს ასეთი მამაცი შვილებისთვის, მართლა ძალიან ძლიერები, საუკეთესოებს ჯილდოები გადავეცი... სამხრეთს არავის მივცემთ, ყველაფერს დავუბრუნებთ, რაც ჩვენია, ზღვაც უკრაინული და უსაფრთხო იქნება“, - დაჰპირდა ზელენსკი მოსახლეობას.