ზელენსკი: ვცადე პუტინთან დაკავშირება, თუმცა პასუხად სიჩუმე მივიღე
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის 11-წუთიანი მიმართვიდან 9 წუთი მან რუსულად ისაუბრა და რუსეთის მოსახლეობას მიმართა.
სხვა საკითხებთან ერთად ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს მან სცადა ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა არაფერი გამოვიდა.
"დღეს ვცადე სატელეფონო საუბარი გამემართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. შედეგი - სიჩუმე, თუმცა სიჩუმე აქ კი არა, დონბასზე უნდა იყოს",- თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის ვიდეო-მიმართვა დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ლიდერების მიმართვას მოჰყვა - პრორუსმა სეპარატისტებმა ვლადიმირ პუტინს "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში" სამხედრო დახმარება სთხოვეს.