ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა უკრაინელი ტყვე სახლში დავაბრუნოთ
უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსი დამპყრობლების ტყვეობიდან "ყველა უკრაინელი კაცი და ქალი" სახლში დაბრუნდეს. ამის შესახებ 29 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"კიდევ ერთი ოპტიმისტური და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე: 144 უკრაინელი ჯარისკაცი რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის 59 მებრძოლი, საზღვაო ძალების 30, ჯარის 28, 17 მესაზღვრე, ტერიტორიული თავდაცვის ცხრა ოფიცერი, ერთი პოლიციელი. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, უმცროსი 19 წლის. მათან 95 აზოვსტალის მცველია. მადლობელი ვარ დაზვერვის მთავარი დირექტორატის [უკრაინის თავდაცვის სამინისტროს] და ყველასი, ვინც იმუშავა ამ შედეგისთვის. მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით," - თქვა მან.
უკრაინის დაზვერვამ 29 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. სამშობლოში დაბრუნდა 144 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის აზოვის პოლკის 43 სამხედრო.