ზელენსკიმ განმარტა, რატომ სურს ტრამპის უკრაინაში მიწვევა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს დონალდ ტრამპი უკრაინაში ჩავიდეს, რათა ომის კვალი საკუთარი თვალით ნახოს.
ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურს ტრამპთან გულწრფელი საუბარი.
"როგორც ჩანს, მას ეს სჭირდება, რათა უკეთ გაიგოს ვითარება, რამდენადაც მე მესმის ზოგიერთი განცხადებიდან, მე ვფიქრობ, რომ პუტინის გაცნობისთვის საჭიროა არა მხოლოდ მასთან ურთიერთობა, არამედ შედეგის დანახვა, რაც მან მოიტანა უკრაინაში, თქვენ უფრო მეტს გაიგებთ, ვისთან გაქვთ საქმე," - განმარტა მან.
"რომ მქონოდა შესაძლებლობა, მესაუბრა მასთან, როგორ ხედავს ყველაფერს, მაშინ გავიგებდი და ეს იქნებოდა ჩემთვის სტრატეგიის საწყისი წერტილი," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ტრამპის უკრაინაში ჩასვლის შესახებ ზელენსკის წინა მოწოდებების შემდეგ, მისმა საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არამიზანშეწონილად მიიჩნევს ახლა უკრაინაში ჩამოსვლას, რადგან ის თანამდებობას არ იკავებს.
ტრამპი ხშირად აცხადებს, რომ ის შეძლებს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების 24 საათში მიღწევას, თუ პრეზიდენტი გახდება. მაგრამ მან არასდროს არ დააკონკრეტა როგორ შეძლებას ამას.
The Washington Post წერდა, რომ ტრამპს სურს უკრაინას ტერიტორიული დათმობები აიძულოს, კერძოდ ყირიმისა და დონბასის გადაცემა.