ზელენსკიმ ყველა რეგიონში სამხედრო ადმინისტრაციები შექმნა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების საფუძველზე სამხედრო ადმინისტრაციების შექმნის შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკიმა 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების საფუძველზე სამხედრო ადმინისტრაციების შექმნის შესახებ." - თქვა პოდოლიაკიმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს წინააღმდეგობის გაზრდას და საჭირო ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღებას.