ზელენსკიმ რეზერვისტების გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების გაწვევის შესახებ. ამის შესახებ მან 22 თებერვალს, უკრაინელებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს საყოველთაო მობილიზაცია საჭირო არ არის.

"ჩვენ უკრაინის არმიის და სხვა სამხედრო ფორმირებების ოპერატიულად დაკომპლექტება გვჭირდება. მე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მეთაურმა, გამოვეცი განკარგულება რეზერვისტების სპეციალურ პერიოდში გაწვევის შესახებ. ხაზს ვუსვამ: საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ირიცხებიან ოპერატიულ რეზერვში. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ გარემოში ყველა შესაძლო სცენარისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტების წრთვნები დაიწყება.

მსგავსი სიახლეები