ზელენსკიმ რუსეთის თავდასხმის შესაძლო თარიღი ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლოეს დღეებში რუსეთის თავდასხმის მომატებული საფრთხის ფონზე უკრაინელებს მიმართა. ზელენსკის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ქვეყანა მზადაა ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის. 

ზელენსკის საპრეზიდენტო განკარგულებით უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა 16 თებერვალი, დასავლური წყაროების მიხედვით სწორედ ამ დღეს შესაძლოა რუსეთი შეიჭრას უკრაინაში. 

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ გერმანულმა Spiegel-მა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო თავის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრებოდა. 

მსგავსი სიახლეები