ზელენსკიმ რუსული ტექნიკის ტრანსპორტირებაში ჩართული 185 ფიზიკური და იურიდიული დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას იმ იურიდიული და ფიზიკური პირების სანქცირების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების სარკინიგზო ტრანსპორტით გადაჰყავს. ამის შესახებ მან 28 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საუბარია 185 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.
"მათი აქტივები უკრაინაში იბლოკება, ქონებას ჩვენი თავდაცვისთვის გამოვიყენებთ. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ მსგავსი ბლოკირება სხვა ქვეყნებმაც გამოიყენონ", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება No50/2023 "უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების შესახებ, პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ."
დოკუმენტის თანახმად, სანქციების დაწესების ინიციატორი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურია.
სიაში 182 იურიდიული და სამი ფიზიკური პირია.