ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას რუსული პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას რუსული პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან 7 მარტს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ჩვენ უნდა გავუძლოთ იმას, რაც ევროპის სხვა ხალხებს არ უნახავთ 80 წლის განმავლობაში. სწორედ ამ მიწაზე წყდება, გახდება თუ არა სხვა ვინმე ევროპაში ასეთივე აგრესიის მსხვერპლი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, იტალიის პრემიერ მარიო დრაგისთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
"მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გააძლიერებს უკრაინას. თუ ინტერვენცია გაგრძელდება და რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ თავისი გეგმების განხორციელებას, მაშინ საჭირო გახდება სანქციების ახალი პაკეტი. რუსეთის ექსპორტის ბოიკოტი, კერძოდ, რუსულ ნავთობზე და ნაბთობპროდუქტებზე უარის თქმა. ამას შეიძლება "ემბარგო" ეწოდოს", - განაცხადა მან.