ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბრის შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს რუსი დამპყრობლების სამიზნეების წარმატებული განადგურებისთვის. 

"დღეს ჩვენს საჰაერო ძალებს აქვს კარგი შედეგი - ჩამოგდებული "კალიბრების" [ფრთოსანი რაკეტები], ოკუპანტების ვერტმფრენები, დრონები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს და ცის დამცველს აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობიდან. თქვენ ყოჩაღები ხართ - დღეს და ყოველთვის. ყოველი ასეთი შედეგი არის ჩვენი მოქალაქეების გადარჩენილი სიცოცხლე, შესაძლებლობა არ გვეშინოდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ "ყველაფერი გაკეთდება, რათა უკრაინამ სრულად დაიცვას თავისი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან".

"ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი. და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება ამ რთული საკითხის მოგვარებაში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება არის ყველაზე პირდაპირი, ყველაზე აშკარა გზა ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად." - თქვა მან.

3 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით ქალაქ დნეპრის მახლობლად ჩამოაგდეს "კალიბრის" ხუთი ფრთოსანი რაკეტა. დნეპროპეტროვსკის სამხედრო-რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ხუთივე რუსული რაკეტა, მსხვერპლი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები