ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომა მოიწვია.
ამის შესახებ გამოცემა "Украинская правда" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
რა საკითხები განიხილება სხდომაზე უცნობია.
17 თებერვლიდან დონბასში სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა. დღეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭომ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარების საკითხი განიხილა. რუსეთის უშიშროების საბჭოს არცერთი წევრი არ გამოსულა აღიარების წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოაცხადა.