ზელენსკის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობა - დაკავებულია უკრაინელი ქალი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინელი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმაში მონაწილეობისთვის დაკავებულია უკრაინელი ქალი.

ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

დაკავებული ბრალდებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. "უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის სპეციალური სამსახურების ინფორმატორი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის სამუშაო ვიზიტზე მიკოლაივის რეგიონში ინფორმაციის შეგროვებას ცდილობდა",- ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში. 

CБУ-ს ცნობით, დაკავებული ცდილობდა პრეზიდენტის ვიზიტის ზუსტი დროისა და მარშრუტის დადგენას. ვოლოდიმირ ზელენსკი პერიოდულად სტუმრობს დაუანონსებელი ვიზიტებით ფრონტისპირა ქალაქებს და დასახლებებს. ასეთი ვიზიტები განსაკუთრებულ უსაფრთხოებასა მოითხოვს, რადგანაც რუსეთის სარაკეტო შეტევების რისკი მკვეთრად იზრდება. 

საუბარია, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტზე უკრაინის სამხრეთ რეგიონებში, ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში. ვიზიტი ივლისის მიწურულს შედგა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ქალაქ ოჩიკივის ერთ-ერთ სამხედრო მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. ოჩიკივი პრეზიდენტ ზელენსკის მარშრუტში შედიოდა. 

გაზეთის წყაროს ცნობით, ბრალდებული 1 აგვისტოს დააკავეს და მისი ვინაობა არ გამჟღავნებულა. CБУ-ში განმარტავენ, რომ უწყებამ პრევენციულად იმოქმედა და ბრალდებულმა ვერ შეძლო პრეზიდენტის ვიზიტზე საჭირო ინფორმაციის მიღება. 

"დაკავებულს არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია თუ სად და რითი წავიდოდა პრეზიდენტი. ვიზიტის დღეს ის ასევე შეზღუდული იყო გადაადგილებაში",- აღნიშნულია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

უწყებამ აგრძელებდა დაკავებულზე თვალთვალს ვიზიტის დასრულების შემდეგაც. მათი ცნობით, მოგვიანებით რუსეთის სპეცსამსახურებმა ინფორმატორს ოჩიკივის მახლობლად უკრაინის სამხედრო ობიექტების ფოტო და ვიდეო მასალა მოთხოვა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები