ზელენსკი შტაბის შეხვედრაზე: სირსკიმ გვაცნობა რომელ მიმართულებებზე მოვიგერიეთ რუსები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.

"შტაბი. ჩვენ მოვისმინეთ გენერალ სირსკის მოხსენება, რომლის ნაწილებმაც დამატებითი ძალისხმევით შეაჩერეს მტერი და რამდენიმე მიმართულებით უკან დაახევინეს კიდეც." - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გარდა ამისა, შტაბის სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ბრიგადის გენერალმა, ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიას" მეთაურმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ. 

შტაბმა დაადგინა პრიორიტეტული საჭიროებები და გაეცნენ ახალი ბრიგადების მიერ ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიღების ტემპს.

ამასთანავე, ანგარიში წაიკითხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, თავდაცვის მინისტრმა ოლექსანდრ რეზნიკოვმა და სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა.

"გადავამოწმეთ ყველა ჩვენი გრძელვადიანი კონტრაქტი საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდებაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები