ჟდანოვი: უკრაინამ შესაძლოა ყირიმი სხვა რეგიონებზე ადრე გაათავისუფლოს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გარკვეულ პირობებში, შეუძლიათ დაიწყონ ყირიმის განთავისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რეგიონებზე კონტროლის სრულად აღდგენამდე. ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა 24 ივნისს Крым.Реалии-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟდანოვის თქმით, ყირიმის განთავისუფლების ოპერაცია შეიძლება დაიწყოს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით განავითარებენ შეტევას შავი ზღვის სანაპიროზე.
"მაშინ შესაძლებელია ძალებისა და ტექნიკის ნაწილის ყირიმში გაგზავნა, მით უმეტეს, რომ [რუსეთის] ჯარების რაოდენობა დღეს იქ არ არის ისეთი დიდი, როგორც ინტერვენციის დასაწყისში იყო", - თვლის ჟდანოვი.
მან განმარტა, რომ დამპყრობლები ნახევარკუნძულს იარაღის ტრანზიტისთვის იყენებენ, როგორც სარემონტო და მიწოდების ბაზას რუსული ჯარების სამხრეთ დაჯგუფისთვის, ხოლო თავად ჯარები სამხრეთ უკრაინაში არიან, ამიტომ ყირიმის დაცვა დასუსტებულია.
ჟდანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინას ამჟამად არ აქვს საკმარისი ტექნიკა ნახევარკუნძულის გასათავისუფლებლად.
"ჩვენ გვჭირდება ასეთი რესურსი, რომ შევძლოთ შევქმნათ საკმარისი დაჯგუფა. ის უნდა იყოს ასობით ერთეული თითოეული ტიპის იარაღი - ტანკები, არტილერია, ჯავშანტექნიკა და ა.შ." - დაასახელა ექსპერტმა ყირიმის განთავისუფლების ოპერაციის წინაპირობა.