ЗСУ: ბახმუტთან რუსეთის 72-ე ბრიგადა დავამარცხეთ, დავიბრუნეთ 3 კმ-იანი ზოლი
უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ცალკეული საშტურმო ბრიგადის მებრძოლებმა ბახმუტის მიმდებარედ რუსეთის 72-ე ცალკეულ მოტო-მსროლელი ბრიგადა დაამარცხა.
ინფორმაციას ამის შესახებ პოლკ აზოვის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრეი ბილეცკი ავრცელებს.
"საიერიშო ქმედებების შედეგად, ბახმუტთან განადგურებულია რუსეთის 72-ე ბრიგადის დანაყოფები. თითქმის სრულად განადგურდა აღნიშნული ბრიგადის 6-ე და 8-ე ასეულები. დამარცხებულია ბრიგადის სადაზვერვო დანაყოფი, განადგურებულია საბრძოლო მანქანები, ტყვედ აყვანილია არაერთი ოკუპანტი. ჩვკ ვაგნერის ე.წ. 3-ე საშტურმო დანაყოფმა დიდი დანაკარგები განიცადა.
საიერიშო მოქმედებები მიმდინარეობდა 3 კილომეტრის სიგანის ზოლში, 2.6 კილომეტრის სიღრმეში. შედეგად ეს ტერიტორია სრულად გათავისუფლებულია ოკუპანტებისგან",- განაცხადა ბილეცკიმ.
კონტექსტი
ბახმუტთან რუსეთის 72-ე ბრიგადის დამარცხებისა და გაქცევის შესახებ პირველი ცნობები გუშინ, 9 მაისს გავრცელდა. ამის შესახებ მოცულობით ვიდეოში ისაუბრა, ევგენი პრიგოჟინმაც.
თავის მხრივ მოგვიანებით უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს გავრცელებული ცნობები - "პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ცნობები 72-ე ბრიგადის გაქცევისა და 500 გვამის შესახებ სიმართლეა."