ЗСУ: რუსეთის კონტრშეტევა კურსკის ოლქში შეჩერებულია

რუსეთის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა, რომლის მიზანს კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას წარმოადგენდა, შეჩერებულია.

ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს კურსკის ოლქში შექმნილი სამხედრო კომენდატურის უფროსი, ალექსეი დმიტრაშკოვსკი.

“რუსები ფლანგებიდან დარტყმას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი შეაჩერეს. ვითარება დასტაბილურდა, და დღეს უკვე კონტროლს ექვემდებარება, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს” - განაცხადა სამხედრო კომენდატურის უფროსმა.

დმიტრაშკოვსკის თქმით, “რუსები შევიდნენ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში. მათ განაგრძეს ბრძოლა მეორე დასახლებული პუნქტისთვის და ამით დასრულდა”.

მსგავსი სიახლეები