ЗСУ: სოლედარში იმდენივე ოკუპანტი მოკვდა, რამდენიც ჩეჩნეთის 2 ომში ერთად

უკრაინის შეიარაღებული ძალების (ЗСУ) აღმოსავლეთ სარდლობის ცნობით, სოლედარში გამართული ბრძოლებისთვის რუსეთმა იმდენივე ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის ორივე ომში ერთად. 

ამის შესახებ აღმოსავლეთ სარდლობის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. 

მისი თქმით, სოლედარიდან უკრაინის არმია ორგანიზებულად დატოვა და თავდაცვის ახალ ზღუდეებზე გამაგრდა. 

"ქალაქიდან გამოსვლის პროცესი არ ყოფილა ქაოტური, მთელი პროცესი იყო ორგანიზებული და გასაიდუმოებული. ადგილი არ ჰქონია პანიკას, ალყას და ტყვედ ჩაბარებას. სოლედარის შემოგარენში კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები",- ამბობს ჩერევატი. 

ბახმუტთან დაკავშირებით ჩერევატი ამბობს, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ვერხნოკამინსკის, სპირნის, როზდოლივკას, ბლაგოდატნის და კლიშიივკას მიმართულებით. 

"უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ მტრის შეტევებს. სოლედარისთვის ბრძოლებში რუსებმა იმდენივე ჯარისკაცი დაკარგეს რამდენიც ჩეჩნეთის 2 ომში ერთად. შედარებით მცირე იერიშების გაგრძელებას მტერი მხოლოდ მობილიზებულების ხარჯზე ახერხებენ",- ამბობს ჩერევატი. 

კონტექსტი

24 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დატოვეს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქი დატოვეს. თავდაპირველად სოლედარის დაკავების შესახებ ჩვკ ვაგნერის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი 12 იანვარს იტყობინებოდა. მომდევნო დღეს სოლედარის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, თუმცა სავარაუდოა, რომ ბრძოლები ქალაქში კიდევ მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მსგავსი სიახლეები