ნორვეგიის პრემიერი: უკრაინა იბრძვის იმ პრინციპებისთვის, რომლებზეც მთელი მსოფლიოა აგებული

მან აღნიშნა, რომ კიევის რეგიონის დეოკუპირებულ დასახლებებში ვიზიტის დროს მან დღეს დაინახა "ომის სასტიკი, საშინელი შედეგები".

პუტინი: დასავლეთის სანქციები გვიბიძგებს, დავაჩქაროთ ბელარუსთან გაერთიანება

უკრაინაში რუსული აგრესიისთვის ხელის შეწყობის და დიქტატურული მმართველობის გამო მინსკი დასავლური სანქციების ქვეშ მოექცა

ჩინეთის პრეზიდენტი: ჰონგ-კონგში ‘ერთი ქვეყანა, ორი სისტემა’ მოდელს შევინარჩუნებთ

დასავლეთში მიიჩნევენ, რომ 2020 წელს ეროვნული უშიშროების შესახებ კანონის მიღების პეკინმა ჰონგ-კონგს ავტონომია მნიშვნელოვნად შეუზღუდა

ბრიტანეთი: რუსეთის არმიამ კუნძული ზმეინი დაბომბვების გამო დატოვა და არა ‘კეთილი ნების’ ნიშნად

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კუნძულის რუსულ გარნიზონზე იერიშები რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიჰქონდა

ზელენსკი: ჩვენ რუსებს ეტაპობრივად განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან, ჩვენი ციდან

ეს მოსაზრება 30 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში გამოთქვა.

ლვოვში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა აკრძალეს

ლვოვის საკრებულოსდეპუტატის თქმით, ამ სტრუქტურების საქმიანობა ღიად ანტისახელმწიფოებრივი და ანტიუკრაინული ხასიათისაა.