სახელმწიფო დეპარტამენტი: სინძიანის პროვინცია “ღია ციხედ” გადაიქცა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჩინეთის მიერ უიღური მუსლიმების წინააღმდეგ მიღებული ზომები მკაცრად დაგმო და სინძიანის პროვინციას “ღია ციხე” უწოდა.
საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ოფისის სპიკერის, დანიელ ნადელის განცხადებით, პეკინი სინძიანის პროვინციაში ინტენსიურად უთვალთვალებს ადამიანებს და “მთელი რეგიონი ღია ციხედ არის გადაქცეული.”
“ადამიანების გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. ადამიანებმა მაღაზიაში წასვლისას უნდა მონიშნონ თუ სად მიდიან,”-აღნიშნა ნადელმა პრეს-კონფერენციაზე.
“ჩინეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები იტაცებენ ადამიანებს, ძალადობრივად ცდილობენ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას, აწამებენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ, მათ შორის, არის სტერილიზაციის და სექსუალური ძალადობის შემთხვევები ეთნიკური და რელიგიური ნიშნით,” - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ სინძიანში არსებულ ვითარებას გენოციდი უწოდეს.
წყარო:
thehill.com