ტეგები - რუსეთ-უკრაინის ომი
ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს, მისი თქმით, უკრაინას შემტევითი შეიარაღება უნდა მიეღო
"მატყუარა და არაკომპეტენტურმა ჯო ბაიდენმა არ მისცა უკრაინას პასუხის გაცემის (დიდი ასოებით) გაცემის შანსი და მხოლოდ თავდაცვის საშუალება მისცა"- წერს დონალდ ტრამპი.
WaPo: პუტინმა არასწორად შეაფასა თავისი შესაძლებლობები ტრამპთან მოლაპარაკაბებში
ავტორების შეფასებით, პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის ამერიკელი პრეზიდენტის სურვილთან მაქსიმალურად სწრაფად დაასრულოს ომი.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების პროცესს რუბიო უხელმძღვანელებს
"მომდევნო დღეებში, მზის ამოსვლიდან დაღამებამდე ყველა ჩვენგანი უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებს, შესაძლოა უკვე კვირის ბოლოს მკაფიო არქიტექტურა მივიღოთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
"შესაძლოა მათ ჰაერში დავეხმაროთ"- ტრამპის თქმით, უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის
ტრამპის თქმით, ევროპული სახელმწიფოები მზად არიან უკრაინაში სახმელეთო ჯარები განალაგონ - "ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ გარკვეულ ასპექტებში, განსაკუთრებით ჰაერში, იმიტომ რომ მსოფლიოში არავის აქვს ჩვენი მსგავსი შესაძლებლობები."
უშაკოვი: პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ სტამბოლში დელეგაციების დონის გაზრდაზე
ამგვარად უშაკოვმა დაადასტურა, დონალდ ტრამპთან საუბრის ფაქტი - დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის პარალელურად დაურეკა.
რა თქვეს დასავლეთის ლიდერებმა თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრის დაწყებისას
მისასალმებელ სიტყვაში დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას წარმატებული უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულება უახლოესი 2 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.
ტრამპი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაზე: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამან იმუშაოს
ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების გამო ტრამპი მზად იყო შეხვედრა შეეწყვიტა
"თუ კი მთავარი საკითხი დონეცკია და თუ კი არ ხართ მზად კომპრომისისთვის, ვფიქრობ ეს შეხვედრა აღარ უნდა გავაგრძელოთ"- წყაროების ცნობით, ასე მიმართა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია.
პუტინმა ტრამპს აცნობა, რომ მზად არის შეაჩეროს ომი მთლიანი დონბასის სანაცვლოდ
წყაროების ცნობით, პუტინის "უცვლელი" მოთხოვნის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა უკვე აცნობა ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისაც.
მელონის თქმით, ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიას
მეტიც, უკრაინსკა პრავდას ცნობით, უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
სტანოვაია: სამიტი პუტინის გამარჯვებად აღიქმება, მაგრამ ხელშესახები შედეგის გარეშე
მთავარი შედეგი კი ის არის, რომ ტრამპს გაუმყარდა რწმენა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. როგორც მოსალოდნელი იყო პუტინი არ ყოფილა მოკრძალებული რუსეთის ბირთვული შესაძლებლობებზე საუბრის დროს და ამას მოჰყვა შესაბამისი შედეგი.
ტრამპი: საუკეთესო გამოსავალი სამშვიდობო შეთანხმებაა და არა დროებითი ზავი
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.