თეთრი სახლი სენატორ გრემს სთხოვს შეარბილოს რუსეთის სანქცირების კანონპროექტი

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - საუბარია ლინდსი გრემისა და მისი დემოკრატი კოლეგის, რიჩარ3დ ბლუმენტალის ინიციატივაზე, რომელიც რუსული ნავთობის შემსიდვლი ქვეყნებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს და რომელსაც ჰყავს უკვე 82 მხარდამჭერი.

"ჩვენ გვჭირდებით, მაგრამ თქვენც გჭირდებით"- მერცი ტრამპთან შესახვედრად ემზადება

ფრიდრიხ მერცის თვითმფრინავი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ დაეშვა - ლიდერების შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 20 საათზე დაიწყება. კომენტატორების შეფასებით, გერმანელი კანცლერის ვიზიტის მთავარი მისია იქნება "შეინარჩუნოს ამერიკის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოებაში."

ტრამპი "აღფრთოვანდა" SBU-ს ოპერაციით, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ართულებას ამოცანას

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს - საჯაროდ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის შესახებ გასულ დღეებში უჩვეულო დუმილი შეინარჩუნა.

ტრამპის კრიტიკულ განცხადებას პუტინზე კრემლმა "ემოციური გადაღლით" ახსნა

"ვლადიმირ პუტინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რუსეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს" - თქვა პესკოვმა.

დიპლომატიის მოლოდინში კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურობასა და ბუფერულ ზონაზე საუბრობს

"როცა საქმე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე მივა იქ ლეგიტიმაციის საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება" - თქვა ლავროვმა.

ტრამპმა ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში - Bloomberg

"ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის საკმარისი რესურსია აქვს რათა ბოლომდე მიიყვანოს 2022 წელს დაწყებული ომი"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.

ამერიკელთა 62% ემხრობა უკრაინის სამხედრო დახმარებას - Harvard CAPS-ის კვლევა

ამასთანავე გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობებზე წავა კიევმა ვაშინგტონისგან უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიები უნდა მიიღოს - ამ შეხედულებას ორივე პარტიის ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს.

Axios: ტრამპმა ახალი სანქციების დაწესება პუტინთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა

ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "სანქციებს არ მიიჩნევს "მიზანშეწონილად" და რომ მისი აზრით, პუტინს სურს შეთანხმება."

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე

ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამია ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოთხოვნაზე, რომელიც ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მარტში წარადგინა და რომელიც კრემლმა უარყო.

Bloomberg: პუტინი დარწმუნებულია, რომ მალე სრულად დაიპყრობს უკრაინის 4 ოლქს

"ტრამპს სურს, რომ პუტინი დათანხმდეს სრულფორმატიან ზავს, პუტინს ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ის ცდილობს, მანევრირებას, რათა მოლაპარაკებები რუსეთის არმიის იერიშის ფონზე გაგრძელდეს",- ამბობს წყარო.

ტრამპის ყველა გზა სპარსეთი ყურეში ჩადის - პრეზიდენტმა ტრილიონიანი ტურნე დაიწყო

13 მაისს, ამერიკელმა პრეზიდენტმა გრძელი ახლო აღმოსავლური ვიზიტების სერია, საუდის არაბეთიდან დაიწყო - დონალდ ტრამპის სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაგროვილი კაპიტალი, მომგებიანი ეკონომიკური გარიგებები და რეგიონის მზარდი გავლენა იზიდავს.