31 დეკემბერს დონბასში უკრაინელი სამხედრო მოკლეს

 

უკანონო რუსულმა ფორმირებებმა 31 დეკემბერს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაარღვიეს. ორმხრივ სროლას ერთი უკრაინელი სამხედრო შეეწირა.

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ტრავნევოგოს, ადეევკის და ვოდიანოვის რაიონებში ისროდნენ.

"გაერთიანებული ძალების სარდლობა და პირადი შემადგენლობა გამოხატავს ღრმა მწუხარებას დაღუპული უკრაინელი გმირის ოჯახის მიმართ," - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

1 იანვრიდან დონბასში სროლები არ დაფიქსირებულა.

 

მსგავსი სიახლეები