42% - ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მინიმალურ დონეზეა

4-წლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებული დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი გასულ კვირას მინიმუმამდე შემცირდა და 42%-ს გაუტოლდა.
State Of Play: ამის შესახებ Reuters-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის შედეგები მეტყველებს.
- შედარებისთვის ინაუგურაციის შემდგომ პირველ საათებში ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი 47% იყო, რის შემდეგაც მომდევნო კვირებში 43%-მდე შემცირდა.
- ბოლო მონაცემებით კი მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, მხარდაჭერის კლების მთავარი მიზეზად სოციოლოგები მის მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომს, მოსალოდნელ ეკონომიკურ სირთულეებსა და გაუარესებულ მოლოდინებს ასახელებენ.
Big Picture: სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვიც კი უფრო მაღალია, ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომელიც მისი საპრეზიდენტო ვადის მეორე ნახევარში არ აცილებულა 40%-ს.
- ამასთანავე გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ კარგავს ნდობას გლობალურ არენაზე.
- გამოკითხულთა 75% წინააღმდეგია, რომ ტრამპმა მესამე ვადით იყაროს კენჭი, მათ შორის ამ იდეას ეწინააღმდეგება რეგისტრირებულ რესპუბლიკელთა ნახევარზე მეტი.