აბასმა მზადყოფნა გამოთქვა პალესტინაში საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს

პალესტინის ხელისუფლებას სურს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს, რომელიც მოიცავს პალესტინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის იერუსალიმს.

ეს განცხადება პალესტინის პრეზიდნტმა მაჰმუდ აბასმა 11 ნოემბერს, რიადში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტზე გააკეთა.

აბასის თქმით, "ღაზას სექტორი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია."

ბოლოს პალესტინის პარლამენტის არჩევნები 2006 წელს ჩატარდა. მაშინ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკურმა პარტიამ მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. აბასის პარტია ფატჰმა არ აღიარა არჩევნების შედეგები და ჰამასმა ისინი სამხედრო გზით განდევნა ღაზას სექტორიდან.

მაჰმუდ აბასი პალესტინის საკანონმდებლო საბჭოსა და საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებას 2021 წელს გეგმავდა, მაგრამ არჩევნები საბოლოოდ აღმოსავლეთ იერუსალიმში მათი ჩატარების შეუძლებლობის გამო გაუქმდა.  

Reuters-ის ცნობით, აბასთან შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღაზას სექტორის მომავალზე ისაუბრა, რომელშიც პალესტინის ადმინისტრაციამ ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ბლინკენს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აბასს სურს თავის თავზე აიღოს ღაზაში ამოცანების შესრულება.

მსგავსი სიახლეები