აფეთქება ჩეხეთში, ЗСУ-ს საწვრთნელ პოლიგონზე - დაღუპულია 1, დაჭრილია 8 ადამიანი

ჩეხეთის თავდაცვის სამინიტრო ლიბავას სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შესახებ იუწყება - სხვა მიზნებთან ერთად აღნიშნული პოლიგონი უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელადაც გამოიყენება. 

ჩეხეთეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 1 და დაჭრილია 8 ადამიანი. წყაროს ცნობით, დაჭრილთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეები არიან. 

გამოცემა AFP-სთან საუბარში ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. 

აფეთქების მიზეზი საბრძოლო მასალის არაგეგმიური დეტონაცია გახდა. 

ლიბავას სამხედრო პოლიგონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო

კონტექსტი 

გასულ კვირას აფეთქება მოხდა პოლონეთში სხვადასხვა შეიარაღების მწარმოებელ ქარხანაში. 

Mesko-ს გამოშვებულ პროდუქციას შორისაა, საარტილერიო დანადგარები და ჭურვები, ასევე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Piorum, რომელიც მათ შორის ЗСУ-ს არსენალშიცაა. აღნიშნულ საზენიტო სისტემებს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული დრონების შეტევების მოსაგარიებლად იყენებენ

მაისში Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მთელი ევროპის მასშტაბით დივერსიებისთვის ემზადებიან და მათ ფოკუსში ის სამხედრო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა იქნება, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება. 

რუსეთს უკვე ადანაშაუელებენ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დივერსიებში. აპრილ-მაისის პერიოდში აღნიშნული ბრალდებით პოლონეთში 10 ადამიანი დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები