ახალი სარაკეტო შეტევა სევასტოპოლზე: ქალაქში განგაშია
ოკუპირებული სევასტოპოლის ეგრეთ წოდებული "გუბერნატორი" მიხაილ რაზვოჟაევი სარაკეტო განგაშის შესახებ იუწყება და მოსახლეობას მოუწოდებს არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და გამოიყენონ თავშესაფრები.
ადგილობრივი მოსახლეობა და მედია წერენ, რომ სევასტოპოლში სირენა ჩაირთო.
საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო თავდასხმაა.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ დახურონ ფანჯრები და არ მიუახლოვდნენ მათ, ასევე თავი კედლებთან და ფანკარასათან ახლოს ყოფნისგან.
ასევე ხალხს სთხოვენ გადმოვიდნენ მანქანიდან, გამორთონ გაზი, არ ისარგებლონ ლიფტით და ა.შ.