ამერიკამ უკრაინას $100 მილიონის სამხედრო დახმარება გადასცა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ შეიარაღების სია, რომელიც უკრაინის სახმედრო დახმარების ახალ, 100 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტში შედის.

დახმარების პაკეტი მოიცავს 1 HIMARS-ის სარაკეტო სისტემას და მის საბრძოლო მასალას, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Javelin-ებს და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

უკრაინა ასევე სამ მილიონზე მეტ ვაზნას, ზამთრის აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ და სხვა დამხმარე აღჭურვილობას მიიღებს.

პენტაგონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება არის "სწორი ინვესტიცია ეროვნულ უსაფრთხოებაში" და კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსება, რათა შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარება გააგრძელოს.

აშშ-მა უკრაინის დახმარების ბოლო პაკეტი ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 125 მილიონი დოლარი იყო. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შარშანდელი მარაგებიდან უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაცემა შეუძლია. 

ბაიდენი ცდილობს აშშ-ის კონგრესი დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭირონ 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დაფინანსებას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები