ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა გადასცა - NYT
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტა მიაწოდა. ამის შესახებ New York Times-მა 17 ოქტომბერს, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, რაკეტები უკრაინას ფარულად გადაეცა, რომ ტვირთ რუს ოკუპანტებს არ დაებომბათ. გარდა ამისა, უკრაინას რუსების გაოცება სურდა.
უკრაინელი სამხედროებისთვის მიწოდებულ ATACMS-ს კასეტური საბრძოლო მასალა აქვს, რომელიც 950 პატარა ბომბს ფანტავს, რაც მათ საშუალებას აძლევს მტერს ფართო ტერიტორიაზე მიაყენონ ზიანი.
წყაროების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის გადაცემულ რაკეტებს შეზღუდული დიაპაზონი აქვთ, მათი დიაპაზონი საკმარისია, რომ მიაღწიონ თითქმის ყველა ძირითად ბაზას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში საჰაერო მხარდაჭერისა და საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის იყენებს.
დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე აღნიშნეს, რომ ATACMS-ის გადაცემის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ უკრაინა ამ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებდა.