ამერიკაში კორონავირუსით 800 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

 

ამერიკაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 800 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

2021 წელს ვირუსით დაღუპულთა რიცხვი კი 450 000-ია, რაც ჯამში დაღუპულების 57%-ს შეადგენს.

ამავე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე, დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს შორის ამერიკას ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

ქვეყანაში მალე ვირუსით ინფიცირების 50 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება.

ამერიკაში ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით კანადაზე 3-ჯერ და იაპონიაზე 11-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები