ამერიკაში ქარიშხალს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის ქარიშხლის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. NBC-ს ცნობით 24 დეკემბერს, ადამიანები დაიღუპნენ ვისკონსინის, კანზასის, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრასკას, ნიუ-იორკის, ოჰაიოს, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში.

მსხვერპლის უდიდესი ნაწილი მოყინულ ან თოვლიან გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება.

ამერიკაში 1.6 მილიონზე მეტი ოჯახი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, უმეტესობა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქვეყნის ბევრმა შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვებგვერდი FlightAware-ის თანახმად, 23 დეკემბერს თითქმის 6000 ფრენა გაუქმდა, ხოლო 24 დეკემბერს - დაახლოებით 3000.

აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამჟამინდელ უამინდობას "ისტორიული" უწოდა. ტემპერატურა ზოგ ადგილას მინუს 48 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.

მსგავსი სიახლეები